საბანკო სწავლების ცენტრი გილოცავთ დამდეგ-შობა ახალ წელს! 2012 წლის საბანკო სექტორის მხარდაჭერის პროგრამა:  ჩვენ ბანკში ვმუშაობთ! - საბანკო საქმის თეორიული და პრაქტიკული  სწავლების პროგრამა - სტაჟირება შემდგომი დასაქმებით! 

 
საწყისი კონტაქტი

ჩვენს შესახებ
ისტორია
ჩვენი გუნდი
მიღების პირობები
ტრეინინგის კურსები
საბანკო საქმის კურსი
კრედიტ-ოფიცრის კურსი
უნარ-ჩვევებისა და სტაჟირების კურსი
კომპიუტერის კურსი
საწარმოს ბუღალტერია
საფინანსო მენეჯმენტი
ბიზნეს - ინგლისურის ექსპრეს კურსი
საკრედიტო  დაწესებულებები
მისამართები
მოკლე საბანკო ლექსიკონი
ვაკანსიები
საბანკო კანონმდებლობა
ფოტო გალერეა
 
სიახლე!  
 
2012 წლის საბანკო სექტორის მხარდაჭერის პროგრამა :
 
ჩვენ ბანკში ვმუშაობთ! - საბანკო საქმის თეორიული და პრაქტიკული  სწავლების პროგრამა - სტაჟირება შემდგომი დასაქმებით! 
 
„საქართველოს ბანკების ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის გიორგი ცუცქირიძის საავტორო პროგრამა საბანკო საქმის მასტერკლასების სახით, საოპერაციო და საკრედიტო მენეჯმენტის გაძლიერებული სწავლებით.
 
იჩქარეთ!  საბანკო და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში  მოგების ზრდასთან და ბაზარზე ახალი საკრედიტო ინსტიტუტების შემოსვლასთან ერთად  წამყვანი ქართული საკრედიტო ინსტიტუტების გაფართოების სტრატეგია 2012-2013 წლებში ახალი ფილიალებისა და სერვის ცენტრების გახსნაზეა ორიენტირებული. მარტო 2012 წელს ბანკების 150 ფილიალი უნდა გაიხსნას როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. დაწყებულია ახალი ვაკანსიების გამოცხადება პრაქტიკულად ყველა პოზიციაზე მოლარე-ოპერატორებიდან საკრედიტო ოფიცრების ჩათვლით. 
 
 ტრენინგი დაიწყება 25 იანვარს!
იჩქარეთ - 15 იანვრამდე რეგისტრირებული პირებისათვის მოქმედებს სპეციალური შეთავაზება !
 
ორი სერთიფიკატი ერთი ტრეინინგის ფარგლებში 450 ლარად!
15 იანვრამდე რეგისტრირებილი პირებისათვის -350 ლარად!
 
მოიწყე კარიერა და მიიღე საჩუქარი! 
 
 სერთიფიკატთან ერთად წარმატებული მსმენელები  გაივლიან სტაჟირებას, შემდგომი დასაქმებით კომერციულ ბანკებში ! 
 
რეგისტრაციისათვის  თქვენი  CV  უნდა გამოაგზავნოთ შემდეგი ელ-ფოსტით: abg_press@yahoo.com,
 
საკონტაქტო ინფორმაცია:
 599 10 32 44 ; ან 2 93 43 76
 
 
ტრეინინგის ხანგრძლივობა Triple პრინციპით: 4 კვირა თეორია + 2 კვირა საბანკო ოპერაციების პრაქტიკული სწავლება + უნარ-ჩვევებისა და ფსიქოლოგიური ტესტების ტრენინგი, 2 სალექციო   საათი დღეში, სულ 72 საათი, ყოველდღე,  შაბათ-კვირის გარდა+ უფასო სტაჟირება საქართველოს კომერციულ ბანკებში; 
 
სარგებელი:
  • ეკონომიკაზე ძირითადი წარმოდგენის ჩამოყალიბება ;
  • საბანკო მომსახურების უზრუნველყოფის გაცნობა, ფინანსურ ანალიზზე და მონეტარულ თეორიაზე წარმოდგენის ჩამოყალიბება
  • საბანკო საქმის ისტორია, საბანკო კანონმდებლობის პრინციპები და საქართველოს საბანკო კანონმდებლობის გაცნობა;
  •  კლიენტთან და ფინანსურ პროდუქტებთან დაკავშირებული ძირითადი პროცედურების და შეთავაზებების შესწავლა;
  •  ფუნდამენტური კონცეფციების გაცნობა ეთიკის, საბანკო მარკეტინგის და მენეჯმენტის მიმართულებით;
  • კერძო, კორპორაციული და ინსტიტუციონალური კლიენტებისათვის მომსახურების მიმართულებების შესწავლაა;
  • ძირითადი წარმოდგენის ჩამოყალიბება თანამედროვე საკრედიტო პროდუქტებსა და მიზნობრივი ჯგუფებზე, რომლებიც ბაზრის სეგმენტაციას ეხება;
  • საბანკო პროდუქტების პოზიციონირება და პრეზენტაციები საოფისე პროგრამების(Power point. Excel) ფართო გამოყენებით;
  • შესაბამისი ცოდნის მიცემა საბანკო კრედიტის გაცემის პირობებზე და პროცედურებზე, მსესხებლის კრედიტუნარიანობის შეფასების მეთოდებზე;
  • ძირითადი წარმოდგენის ჩამოყალიბება საბანკო ბუღალტერიაზე, მოგებისა და ზარალის ანგარიშის სტრუქტურაზე, საბანკო შემოსავლებზე და ხარჯებზე,
  • საბანკო მენეჯმენტის ძირითადი პრინციპების გაცნობაა;
  • ინგლისურ ენეზე ძირითადი საბანკო ტერმინოლოგიის შესწავლა;
  •  მომზადება საბანკო ინსტიტუტში ახალი თანამშრომლის სწრაფი და ეფექტური ადაპტიაციისათვის  
პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში თქვენ შეძლებთ საბანკო და საკრედიტო დაწესებულებებში განახორციელოთ ნებისმიერი სახის საბანკო ოპერაცია: ფულის ჩარიცხვა, გადარიცხვა, ვალუტის კონვერტაცია, მიმდინარე, საბარათე, სადეპოზიტო და საკრედიტო ანგარიშების გახსნა, დახურვა, მართვა და სხვა.  
 
თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა ერთი ტრეინინგის  ფარგლებში:
  • აიღოთ საბანკო საქმის სპეც კურსის გავლის ორენოვანი სერთიფიკატი;
  •  დამატებით აიღოთ საკრედიტო ოფიცრის ან მოლარე ოპერატორის სერთიფიკატი;
  • მიიღოთ ცნობა პრაქტიკული საბანკო ოპერაციების წარმოების  შესახებ;
  • აიღოთ სარეკომენდაციო წერილი საბანკო, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციებში წარსადგენად. 
  • შეისწავლოთ ინგლისურ ენაზე ძირითადი საბანკო ტერმინოლოგია; 
  • გაიაროთ  უფასო სტაჟირება კომერციულ ბანკებში, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით;
  • მიიღოთ მონაწილეობა ბანკების მიერ გამოცხადებულ ვაკანტური პოზიციების კონკურსში;
  • სწავლების საფასური მოიცავს:  სწავლების საფასურს, სასწავლო მასალებს და სერტიფიკატს;
  • ჩვენი სერთიფიკატი გზამკვლევი ყველა ბანკში;
 პროგრამის ავტორი და წამყვანი: ,,საქართველოს ბანკების ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ცუცქირიძე.
გიორგი ცუცქირიძე წლების მანძილზე კითხულობდა ლექციების ციკლს საბანკო საქმეში ი.ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული, საფინანსო და საბანკო სფეროებში მოღვაწეობის მდიდარი გამოცდილება გააჩნია.
1997 წლიდან დღემდე არის საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი. 
1999-2002 წლებში იყო საქართველოს კომერციულ  ბანკებში საბუღალტრო აღრიცხვის საერთაშორისო  სტანდარტების (IAS) დანერგვის კომიტეტის წევრი;
 
პროგრამის უნიკალურობა: სწავლება მიმდინარეობს  სპეციალური პროგრამით, თეორიული და პრაქტიკული  მოდულების სახით,  საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საბანკო ოპერაციების წარმოების შესაბამისი ინსტრუქციების ბაზაზე. კურსის ცალკეულ თემას, წარმოადგენს საკრედიტო მენეჯმენტი, ნაღდ ფულთან დაკავშირებული ოპერაციები და ბაზარზე ბანკის მარკეტინგის სტრატეგიის არჩევა,  ახალი პროდუქტების შექმნის და მომხმარებლისათვის შეთავაზების სტრატეგიები. 
 
ტრენინგის პრაქტიკული ნაწილი მოიცავს: საბანკო ოპერაციების პრაქტიკული სწავლებას, საბანკო პროდუქტების პოზიციონირებას და პრეზენტაციებს, საბანკო დაწესებულებებში გასაუბრების პრინციპებს, უნარ-ჩვევების ფსიქოლოგიური ტესტებს, აგრეთვე  კომუნიკაბელობის, გადაწყვეტილების მიღების და ახალი ინიციატივების წარმოჩენის ფსიქო-ტესტების შესწავლას ;
 
მიზნობრივი ჯგუფები:  ტრენინგი განკუთვნილია როგორც ეკონომიკური, ასევე არაეკონომიკური განათლების მქონე მსმენელებისათვის, სტუდენტებისთვის, მაგისტრანტებისთვის,  არასაბანკო დაწესებულებების თანამშრომლებისათვის ბანკებში და საკრედიტო დაწესებულებებში დასაქმების ან საბანკო საქმის სპეციფიკის შესწავლის მიზნით.  საბანკო სწავლების კურსის წარმატებით გავლის შემდეგ თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა აიმაღლოთ კვალიფიკაცია ან დასაქმდეთ საბანკო და საკრედიტო დაწესებულებებში შემდეგ პოზიციებზე:     
  • მოლარე;
  • ოპერატორი;
  • მოლარე-ოპერატორი;
  • ანგარიშების მართვის მენეჯერი;
  • გაყიდვების მენეჯერი;
  • განვადების ოფიცერი;
  • საკრედიტო ექსპერტი;
  • იურისტი;
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი;
  • საცალო საბანკო პროდუქტებისა და მარკეტინგის მენეჯერი.

 ტრენინგის თემატიკა :

  •  საბანკო საქმის ისტორია,  საკრედიტო საქმის ეკონომიკური და სამართლებრივი საკითხები;
  • ეკონომიკაზე ძირითადი წარმოდგენის ჩამოყალიბება (როგორც მიკრო, ასევე მაკრო)
  • საქართველოს საბანკო სისტემა და მოქმედი საბანკო კანონმდებლობა;
  • ცენტრალური ბანკების ფუნქციები და ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მიმართულებები;
  • საბანკო საქმიანობის ლიცენზირების პირობები და სტრუქტურა;
  • საბანკო მენეჯმენტის ძირითადი პრინციპები;
  • ბანკის საკომუნიკაციო პოლიტიკა და რეკლამა;
  • მყიდველთან სწორი ურთიერთობის აგება;
  • ბანკის საფასო სტრატეგიის განსაზღვრა;
  • საბანკო პროდუქტების გაყიდვა და მომსახურება; 
  • საცალო საბანკო პროდუქტები; 
  • სატარიფო პაკეტებით მომსახურება;
  •  ნაღდ ფულთან და ფასეულობებთან დაკავშირებული ოპერაციები;
  • შიდასაბანკო, ბანკთაშორისი ანგარიშსწორება და ანგარიშსწორების სისტემები;
  • უნაღდო ანგარიშსწორების ფორმები და დოკუმენტური ოპერაციები ბანკებში;
  • საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციები - ლიზინგი და ფაქტორინგი; ინკოტერმსის პრინციპები;
  • მარტივი და რთული პროცენტების დარიცხვის პრინციპები;
  • სესხების ამორტიზაცია და ანუიტეტი;
  •  საკრედიტო პოლიტიკა, კრედიტების გაცემის ორგანიზება;
  • მსესხებლის კრედიტუნარიანობის ანალიზი და  გადაწყვეტილების მიღება;
  • სესხების კლასიფიკაცია და სესხებზე შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნა;
  • პრობლემური სესხების მართვა, კრედიტების რესტრუქტურიზაცია;
  • საკრედიტო ბარათები; სამომხმარებლო საქონლის განვადება; ავტო და იპოთეკური განვადება;
  •  უზრუნველყოფის შეფასების კრიტერიუმები;
  • საკრედიტო ხელშეკრულებისა და სესხის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის შემოწმება;
  • საბანკო და არასაბანკო  დეპოზიტები,
  • სადეპოზიტო ანგარიშების გახსნის მოთხოვნები და ბანკთაშორისი სესხები;
  • ელექტრონული საბანკო მომსახურება და ინტერნეტ ბანკინგი;
  • საპროცენტო და საბაზრო რისკები;
  • საბალანსო უწყისის, მოგება-ზარალის უწყისის და ფულადი ნაკადების  შეფასება;
  • ბანკის საპროცენტო და არასაპროცენტო შემოსავლების ანალიზი. 
  • საპროცენტო განაკვეთის განმსაზღვრელი პარამეტრები:  
  • „ჩვენ ბანკში ვმუშაობთ“  საბანკო ოპერაციების პრაქტიკული სწავლება საბანკო საოპერაციო პროგრამების ბაზაზე, ბანკის აქტიურ-პასიური ოპერაციების  ძირითადი მოდულების მიხედვით:
  • საბანკო დაწესებულებებში ტესტირების პრინციპები;
  • გასაუბრების პრინციპები; უნარ-ჩვევების ფსიქოლოგიური ტესტები;
  • კომუნიკაბელობის, გადაწყვეტილების მიღების და ახალი ინიციატივების წარმოჩენის ფსიქო-ტესტები;
  • რეზიუმეების (CV) შედგენა; ქეისები.
დრო: დილით: 11:00  სთ ან საღამოს 19:00