შპს "საბანკო სწავლების ცენტრი"
შპს "საბანკო სწავლების ცენტრი" დაარსდა 2007 წლის ოქტომბერში. შპს "საბანკო სწავლების ცენტრი"-ს მიზანია, საბანკო საქმის პოპულარიზცია და ქვეყანაში საბანკო და საფინანსო სექტორის საკადრო პოტენციალის მხარდაჭერა.
ცენტრის სასწავლო პროგრამების ავტორია გიორგი ცუცქირიძე. იგი წლების მანძილზე კითხულობდა ლექციების ციკლს საბანკო საქმეში და საფინანსო მენეჯმენტში ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული, საფინანსო და საბანკო სფეროებში მოღვაწეობის მდიდარი გამოცდილება გააჩნია. 1997 წლიდან დღემდე არის საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.
გასულ პერიოდში ჩვენს მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიისა და პროგრამების მიხედვით, 1400 მეტი სპეციალისტის გადამზადება მოესწრო, რომლებიც დღეს საქართველოს კომერციულ ბანკებში(საქართველოს ბანკი, თი ბი სი ბანკი, პროკრედიტ ბანკი, ლიბერთი ბანკი, ბაზის ბანკი, ბანკი რესპუბლიკა, კონსტანტა ბანკი, კორ სტანდარტ ბანკი, ტაო პრივატ ბანკი და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში(ალიანს ჯგუფი, ფინკა, კრედო, ლაზიკა კაპიტალი) და სხვა ბიზნეს სტრუქტურებში. წარმატებით საქმიანობენ
საბანკო სწავლების ცენტრი დღემდე წარმატებით განაგრძობს და ახორციელებს თავის საქმიანობას როგორც თბილისში ასევე რეგიონებში, კერძოდ, 2009 წელს გაიხსნა და დაიწყო წარმატებული ფუნქციონირება ქ. გორის ხოლო 2011 წლიდან ქ.ახალციხის წარმომადგენლობამ,.
2012 წელს დაგეგმილია წარმომადგენლობების გახსნა ბათუმში და ქუთაისში.
ცენტრს ხელშეკრულება აქვს გაფორმებული საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებთან თბილისში და საქართველოს რეგიონებში. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე ~საბანკო სწავლების ცეტრის~ აუდიტორიებში ხორციელდება სტუდენტთა სტაჟირება და საბანკო ოპერაციების პრაქტიკული სწავლება. ასევე ცენტრი ახორციელებდა და ახორციელებს სხვა დაინტერესებულ პირთა კვალიფიკაცისს ამაღლებას მენეჯმენტში, საფინანსო აღრიცხვაში, ფინანსურ მენეჯმენტში, რისკების მართვაში და ა.შ..
2009-2011 სასწავლო წლებში "საბანკო სწავლების ცენტრი" მოემსახურა შემდეგ უმაღლეს სასწავლებლებს:
-
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს;
-
საქართველოს უნივერსიტეტს;
-
თბილისის უნივერსიტეტს;
-
თბილისის საერთაშორისო ურთიერთობათა უნივერსიტეტს;
-
მოსკოვის უნივერსიტეტს;
-
თბილისის ეკონომიკურ ურთიერთიობათა საერთაშორისო უნივერსიტეტს;
-
სოხუმის უნივერსიტეტს;
-
ნ.დუმბაძის სახელობის უნივერსიტეტს.
-
შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამებს;
-
საბანკო საქმის თეორიული და პრაქტიკული სწავლების მრავალმოდულიანი კურსს ერთი ტრეინინგის ფარგლებში;
-
საერთაშორისო საბანკო პრაქტიკასთან აპრობირებული და მუდმივად განახლებადი სწავლების მეთოდოლოგიას;
-
თქვენ გეძლევათ უნიკალური შანსი მოიწყოთ წარმატებული კარიერას;
-
ტრეინერის უმაღლესი კვალიფიკაცია, გამორიცხავს თქვენი სწავლების სუბიექტურ შედეგებს;
-
სწავლის ღირებულების ხელმისაწვდომობა, სწავლის ღირებულების ეტაპობრივი გადახდით;
-
ინგლისურ ენაზე საბანკო საქმიანობაში გამოყენებული ყოველდღიური სასაუბრო ფრაზეოლოგიის შესწავლა.
-
სწავლების საფასურის ზრდის პირობებში, ჩვენთან ფასები სტაბილურია და არ შეცვლილა!
-
სწავლების საფასური მოიცავს: სწავლების საფასურს, სასწავლო მასალებს, სერტიფიკატს
|