|
საბანკო სწავლების ცენტრი 2011 წლის თებერვლიდან მსმენელებს სთავაზობს ბუღალტერიის კურსს მცირე და საშუალო საწარმოებისათვის ახალი საგადასახადო კოდექსის მიხედვით. კურსი ითვალისწინებს იმ საბაზისო ცოდნის გადაცემას მონაწილეთათვის, რომელიც დაეხმარებათ მათ შეისწავლონ საფინანსო აღრიცხვის ძირითადი პრინციპები მცირე და საშუალო საწარმოებში და თანამედროვე კორპორაციულ სტრუქტურაში; სწავლება მიმდინარეობს " საბანკო სწავლების ცენტრის" კომპიუტერული კლასის ბაზაზე, ბუღალტერიის კომპიუტერული პროგრამების “Oris Accounting” და “Superfin” მიხედვით;
თეორიული და პრაქტიკული კურსის გავლასთან ერთად, კურსდამთავრებულს შეეძლება საწარმოს ბუღალტრული ოპერაციების გატარება და ინფორმაციის დამუშავება, საბიუჯეტო გადასახადების ადმინისტრირება, ბუღალტრული ანგარიშგების წლიური ფორმების შედგენა. კურსი მიყავს "საბანკო სწავლების ცენტრის" ფინანსურ მრჩეველს მაია დოსმიშვილს
კურსის თემატიკა
- ფინანსური აღრიცხვის არსი და ადგილი მართვის სისტემაში.
- ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები;
- აქტივების ფორმირების წყაროების კლასიფიკაცია. ფინანსური აღრიცხვის მეთოდი.
- ფინანსური აღრიცხვის ძირითადი პრინციპები.
- ანგარიშგება და მისი როლი მართვის ინფორმაციული უზრუნველყოფის საქმეში.
- უღალტრული ბალანსი.
- სავარჯიშოები საცდელი ბალანსების შედგენაზე. სამეურნეო ოპერაციების გავლენა ბუღალტრულ ბალანსზე.
- ფინანსური ანგარიშგება და ორადი ასახვა. ანგარიშთა გეგმა.
- სავარჯიშოები ანგარიშების სამეურნეო ოპერაციების აღრიცხვაზე.
- პირველადი აღრიცხვის ორგანიზაცია. პირველადი დაკვირვება. დოკუმენტთა ბრუნვის ორგანიზაცია. ინვენტარიზაციის არსი და მისი ჩატარების წესები.
- სააღრიცხვო რეგისტრები და ფინანსური აღრიცხვის პროცედურები. სააღრიცხვო პოლიტიკა.
- ძირითადი საშუალებების ცნება, აღიარება, კლასიფიკაცია და შეფასება. ძირითადი საშუალებების მიღების აღრიცხვა.
- ძირითადი საშუალებების ცვეთის გამოანგარიშების ამოხსნა.
- ძირითადი საშუალებების გასვლის აღრიცხვა. გადაფასების აღრიცხვა. სავარჯიშოების ამოხსნა.
- იჯარის აღრიცხვა. ფულის დროითი ღირებულება. ჩვეულებრივი იჯარის აღრიცხვა.
- ფინანსური იჯარის აღრიცხვა მოიჯარესთან და მეიჯარესთან. სავარჯიშოების ამოხსნა
- არამატერიალური აქტივების აღრიცხვა.
- ინვესტიციების აღრიცხვა.
- სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა. ს/მატ ფასეულობების შეფასება.
- ვითღირებულების გამოანგარიშების მეთოდები.
- სასაქონლო-მატერიალური ფასეულებების მოძრაობა, დოკუმენტაცია და აღრიცხვა.
- სასაქონლო მატერიალური ფასეულობების უწყვეტი და პერიოდული აღრიცხვა.
- ივენტარიზაცია. სავარჯიშოების ამოხსნა.
- მოთხოვნების აღრიცხვა.;
- ფულადი სახსრების და მათი ექვივალენტების აღრიცხვა.
- საკუთარი კაპიტალის აღრიცხვა.
- ვალდებულებების აღრიცხვა. სავარჯიშოების ამოხსნა.
- საგადასახადო ვალდებულებების აღრიცხვა. სავარჯიშოების ამოხსნა.
- შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვა.
- პრაქტიკული მეცადინეობა - შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვაზე და სამეურნეო საქმიანობის შედეგების გამოანგარიშება-აღრიცხვაზე.
- ფინანსური ანგარიშგება. მოგების და ქონების გადასახადის დეკლარაციების შედგენა.
- საგადასახადო ორგანოში ელექტრონული სახით დეკლარაციების შევსება და წარდგენა;
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ელექტრონული მომსახურება “ WEB -პორტალი გადმხდელებისათვის”;
სწავლება ფასიანია. ფასები მოცემულია ლარებში ერთი მსმენელისათვის.
კურსის ღირებულება: 300 ლარი. სწავლების საფასურის დაფარვა შესაძლებელია ეტაპობრივად, პირველ ეტაპზე გადასახდელი თანხა შეადგენს 150 ლარს.
შპს "საბანკო სწავლების ცენტრის" ანგარიშსწორების ანგარიშია: "თი ბი სი ბანკი", მთაწმინდის ფილიალი, კოდი: 220101821, ანგარიშის ნომერი : GE92 TB07 0253 6080 1000 03/GEL
ტრეინინგის ხანგრძლივობა: პროგრამის ხანგრძლივობა: 8 კვირა. მეცადინეობები ტარდება კვირაში 3-ჯერ, 2 საათის განმავლობაში.
სწავლების დრო: შეთანხმებისამებრ, დილის ან საღამოს საათებში.
მიმდინარეობს ჯგუფების რეგისტრაცია
მსმენელებისათვის გაიცემა საბუღალტრო კურსის გავლის შესაბამისი ცნობა(სერთიფიკატი) |