Home Contact
   
About BEC
History
BEC's team
Training courses
Special banking course
Bank financial accaunting
SME financial accaunting
Credit Managers course
Computer Skills
Vacancies
Bank Vacancies
Successful CV
Partners
Photo Archive


  • Credit managers Trainings(Avialable only in Georgian)
საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი ცუცქირიძის მასტერკლასი საკრედიტო მენეჯმენტში განკუთვნილია საკრედიტო მენეჯერებისათვის. სწავლება ითვალისწინებს ისეთ სპეციფიკური საკითხების შეწავლას როგორიცაა: მენეჯმენტის ხარისხი და ფინანსური ანალიზით განსაზღვრული რისკების შეფასება, სესხის აღებასთან დაკავშირებული  პროცედურები, კომპანიის ძირითადი ფინანსური დოკუმენტები, კოეფიციენტური ანალიზი. კურსი ასევე ითვალისწინებს მოქმედ ნორმატიული აქტების ექსპერტიზასაც და განკუთვნილია მათთვის  ვინც ბანკში მუშაობის დაწყებას საკრედიტო მენეჯერის პროფილით აპირებს ან მუშაობს ბანკში და სურს კვალიფიკაციის ამაღლება.

ტრენინგის თემატიკა:

  • ბიზნესის დაკრედიტების თავისებურებები;
  • საპროცენტო განაკვეთის განმსაზღვრელი პარამეტრები:
  • კლიენტის საკრედიტო ისტორია, დარგი;
  • ბიზნესის არსებობის ხანგრძლივობა;
  • პროექტში თანამონაწილეობა;
  • მენეჯმენტის ხარისხი და ფინანსური ანალიზით განსაზღვრული რისკები,
  • კონკურენტული გარემო;
  • სესხის აღებასთან დაკავშირებული  პროცედურები;
  • უზრუნველყოფის ტიპები ;
  • უზრუნველყოფის შეფასება ;
  • ძირითადი რისკები;
  • საკრედიტო ხაზების და ოვერდრაფტების ლიმიტების დადგენა;
  • საკრედიტო ხელშეკრულებისა და სესხის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის შემოწმება;
  •  განმეორებითი და პარალელური კრედიტების გაცემის პრინციპები, კრედიტების რესტრუქტურიზაცია;
  • სესხის ყურადსაღები მიზნობრიობები;
  • მოთხოვნები კომპანიების მიმართ;
  • საბალანსო უწყისის, მოგება-ზარალის უწყისის და ფულადი ნაკადების  შეფასება;
  • პროექტის შეფასების ეფექტურობის ანალიზი;
  • ბიზნეს გეგმის ძირითადი მუხლები;
  • ფულის წმინდა მიმდინარე ღირებულება(NPV),
  •  პროექტის უკუგების პერიოდი(PBP) და რენტაბელობა(IRR),  
  • კომპანიის ძირითადი ფინანსური დოკუმენტები;
  • კოეფიციენტური ანალიზი;
       ტრეინინგები ჩატარდება მისამართზე: თბილისი, სულხან-საბას ქ. # 1/5(საქართველოს ეროვნული ბანკის გვერდით).  
      ტელ/ფაქსი: (+995 32) 93 43  76 ან მობილური:: 893 42 52 48.
ტრეინინგის  ხანგრძლივობა: 3 დღე, დღეში 6 საათი, სულ 18 საათი (18:30-20:00)
    • პროგრამა დაიწყება 2010 წლის სექტემბერში