საბანკო სწავლების ცენტრი გილოცავთ დამდეგ-შობა ახალ წელს! 2012 წლის საბანკო სექტორის მხარდაჭერის პროგრამა:  ჩვენ ბანკში ვმუშაობთ! - საბანკო საქმის თეორიული და პრაქტიკული  სწავლების პროგრამა - სტაჟირება შემდგომი დასაქმებით! 

 
საწყისი კონტაქტი

ჩვენს შესახებ
ისტორია
ჩვენი გუნდი
მიღების პირობები
ტრეინინგის კურსები
საბანკო საქმის კურსი
კრედიტ-ოფიცრის კურსი
უნარ-ჩვევებისა და სტაჟირების კურსი
კომპიუტერის კურსი
საწარმოს ბუღალტერია
საფინანსო მენეჯმენტი
ბიზნეს - ინგლისურის ექსპრეს კურსი
საკრედიტო  დაწესებულებები
მისამართები
მოკლე საბანკო ლექსიკონი
ვაკანსიები
საბანკო კანონმდებლობა
ფოტო გალერეა
შპს "საბანკო სწავლების ცენტრი" - ჩვენი გუნდი
 
  “საბანკო სწავლების ცენტრის” დაარსებიდან ხუთი წელი გავიდა. შესაბამისად, სამი წლის გახდა ჩვენი გუნდიც, რომელიც ამ პერიოდის მანძილზე მნიშვნელოვნად გაიზარდა, როგორც რაოდენობრივი, ასევე გამოცდილების დაგროვებისა და კვალიფიკაციის ამაღლების თვალსაზრისით.

ნიშანდობლივია, რომ თუ ჩვენი ცენტრი საქმიანობის დასაწყისში მხოლოდ ერთ საპროგრამო თემას-საბანკო სწავლების კურსის ტრეინინგს ატარებდა, დღეს ჩვენი ეგიდით უკვე რამდენიმე სატრეინინგო კურსი ხორციელდება, ხოლო უახლოეს მომავალში კიდევ რამდენიმე მიმართულება დაემატება.

თქვენ გაქვთ შესაძლებლობა ჩვენთან გაიაროთ ტრეინინგები შემდეგ  დისციპლინებში: საბანკო საქმის ექსპრესკურსი,  კრედიტ-ოფიცრების მოკლე სატრეინინგო კურსი, მოლარე-ოპერატორის კურსი ნაღდ ფულთან და ფასეულობებთან დაკავშირებული ოპერაციების სწავლებით, პროფესიული პრაქტიკის კურსი საბანკო ოპერაციების იმიტაციური მოდელირების სწავლებით, საწარმოს ბუღალტერიის კურსი, საოფისე კომპიუტერული პროგრამების შემსწავლელი კურსი.
 
           
ჩვენი გუნდი ეს არის გამოცდილებისა და ახალგაზრდების ნაზავი, ტრეინინგებს უძღვებიან ის ადამიანები, რომლებსაც საბანკო-საფინანსო სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება დაუგროვდათ. 

 საბანკო საქმეს ჩვენ გასწავლით!.
 
გიორგი ცუცქირიძე
ცენტრის სასწავლო პროგრამების ავტორი