საბანკო სწავლების ცენტრი გილოცავთ დამდეგ-შობა ახალ წელს! 2012 წლის საბანკო სექტორის მხარდაჭერის პროგრამა:  ჩვენ ბანკში ვმუშაობთ! - საბანკო საქმის თეორიული და პრაქტიკული  სწავლების პროგრამა - სტაჟირება შემდგომი დასაქმებით! 

 
საწყისი კონტაქტი

ჩვენს შესახებ
ისტორია
ჩვენი გუნდი
მიღების პირობები
ტრეინინგის კურსები
საბანკო საქმის კურსი
კრედიტ-ოფიცრის კურსი
უნარ-ჩვევებისა და სტაჟირების კურსი
კომპიუტერის კურსი
საწარმოს ბუღალტერია
საფინანსო მენეჯმენტი
ბიზნეს - ინგლისურის ექსპრეს კურსი
საკრედიტო  დაწესებულებები
მისამართები
მოკლე საბანკო ლექსიკონი
ვაკანსიები
საბანკო კანონმდებლობა
ფოტო გალერეა

ბანკის მხრიდან მსესხებელთა შეფასების კრიტერიუმები(კრედიტ ოფიცრის კურსი)

2011 წლის მარტიდან საბანკო სწავლების ცენტრი გთავაზობთ საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი ცუცქირიძის მასტერკლასს საკრედიტო მენეჯმენტში. ტრენინგი  განკუთვნილია საბანკო და საკრედიტო დაწესებულ;ებების მენეჯერებისათვის, აგრეთვე იმ პირებისათვის ვისაც დაკრედიტების პირობებისა და სპეციფიკის შესწავლა სურს. სწავლება ითვალისწინებს ისეთ სპეციფიკური საკითხების შეწავლას როგორიცაა: მენეჯმენტის ხარისხი და ფინანსური ანალიზით განსაზღვრული რისკების შეფასება, სესხის აღებასთან დაკავშირებული  პროცედურები, კომპანიის ძირითადი ფინანსური დოკუმენტები, კოეფიციენტური ანალიზი. კურსი ასევე ითვალისწინებს მოქმედ ნორმატიული აქტების ექსპერტიზასაც და განკუთვნილია მათთვის  ვინც ბანკში მუშაობის დაწყებას საკრედიტო მენეჯერის პროფილით აპირებს ან მუშაობს ბანკში და სურს კვალიფიკაციის ამაღლება.

ტრენინგის თემატიკა:

  • ბიზნესის დაკრედიტების თავისებურებები;
  • საპროცენტო განაკვეთის განმსაზღვრელი პარამეტრები:
  • კლიენტის საკრედიტო ისტორია, დარგი;
  • ბიზნესის არსებობის ხანგრძლივობა;
  • პროექტში თანამონაწილეობა;
  • მენეჯმენტის ხარისხი და ფინანსური ანალიზით განსაზღვრული რისკები,
  • კონკურენტული გარემო;
  • სესხის აღებასთან დაკავშირებული  პროცედურები;
  • უზრუნველყოფის ტიპები ;
  • უზრუნველყოფის შეფასება ;
  • ძირითადი რისკები;
  • საკრედიტო ხაზების და ოვერდრაფტების ლიმიტების დადგენა;
  • საკრედიტო ხელშეკრულებისა და სესხის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის შემოწმება;
  •  განმეორებითი და პარალელური კრედიტების გაცემის პრინციპები, კრედიტების რესტრუქტურიზაცია;
  • სესხის ყურადსაღები მიზნობრიობები;
  • მოთხოვნები კომპანიების მიმართ;
  • საბალანსო უწყისის, მოგება-ზარალის უწყისის და ფულადი ნაკადების  შეფასება;
  • პროექტის შეფასების ეფექტურობის ანალიზი;
  • ბიზნეს გეგმის ძირითადი მუხლები;
  • ფულის წმინდა მიმდინარე ღირებულება(NPV),
  •  პროექტის უკუგების პერიოდი(PBP) და რენტაბელობა(IRR),  
  • კომპანიის ძირითადი ფინანსური დოკუმენტები;
  • კოეფიციენტური ანალიზი;
 
მარტის ჯგუფებში ჩასაწერად თქვენი CV გამოგზავნეთ ელ-ფოსტით: abg_press@yahoo.com ! ჯგუფებში მსმენელთა რაოდენობა შეზღუდულია და 10-12 მსმენელზეა გათვლილი.  
 
კურსის  ღირებულება:  180 ლარი; 
 
   შპს "საბანკო სწავლების ცენტრის" ანგარიშსწორების ანგარიშია:
"თი ბი სი ბანკი", მთაწმინდის  ფილიალი, კოდი: 220101821, ანგარიშის ნომერი : GE92 TB07 0253 6080 1000 03/GEL).
 
ტრეინინგის ხანგრძლივობა: 5 დღე, 2 სალექციო   საათი დღეში, სულ 12 საათი, ყოველდღე,  შაბათ-კვირის გარდა;
 
დრო: საღამოს (19:00 -20:30);
ტრეინინგები ჩატარდება მისამართზე: თბილისი, სულხან-საბას ქ. # 1/5(საქართველოს ეროვნული ბანკის გვერდით).  
 ტელ/ფაქსი: (+995 32) 93 43  76
ან.
ტრეინინგის  ხანგრძლივობა: 3 დღე, დღეში 6 საათი, სულ 18 საათი (18:30-20:00)